LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 თებერვალს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

112
sss

27 თებერვალს, ჯანსუღ კახიძის სახელობით თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დიდი დარბაზის სცენაზე სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი დავით ჯიშკარიანი (კლარნეტი), დირიჟორი: გოჩა მოსიაშვილი.

პროგრამაშია:

ვ.ა.მოცარტი – კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის

ლ.ვ. ბეთჰოვენი – სიმფონია N5

დასაწყისი 19:30

დირიჟორი გოჩა მოსიაშვილი დაიბადა 1983 ქალაქ თბილისში. პირველი მუსიკალური განათლება მიიღო  ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ ნიჭიერთა ათწლედი“-ის,  ა. გარბერის საფორტეპიანო კლასში. ამავე პერიოდში მღეროდა ანსამბლ „მართვე“ში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახემწიფო კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე, გივი მუნჯიშვილის კლასში.

2007 წლიდან მან სწავლა გერმანიაში განაგრძო, სადაც დაამთავრა Hochschule für Musik und Theater Leipzig-ის  საორკესტრო სადირიჟორო (Diplom Dirigent) ფაკულტეტი და Musikhoschule Dresden- ის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი ( Aufbaustudium), პროფესორ ჰანს ქრისტოფ რადემანის კლასი.

2013-2015 წლებში დაეუფლა საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის (Master Dirigieren) წოდებას Musikhochschule Nürnberg-ში.

2015 წლიდან თანამშრომლობდა გერმანიის სხვადასხვა საოპერო თეატრთან, საგუნდო და საორკესტრო კოლექტივთან. მათ შორის: Nürnberger Symphoniker, Stadttheater Fürth, Bridging Arts Nürnberg, Georgisches Kammerorchester Ingolstadt (ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი), Weissenburger Kammerorchester, Staatstheater Nürnberg, Landestheater Coburg. 2014- 2020 წლებში იყო ქალაქ ნიურნბერგის ფილარმონიული გუნდის ასისტენტ დირიჟორი.

2020 წლიდან არის ქალაქ თრირის საოპერო თეატრის (Stadttheater Trie¬r) დირიჟორი და საოპერო რეპერტუარის შესწავლის ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები