LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის კაცი მაღლივის ხიდიდად გადავარდა და დაიღუპა

pjimage-1

თბილისში, ე.წ. მაღლივის ხიდიდან კაცი გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღეს, დილის ხუთ საათზე მოხდა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 27 წლის მამაკაცის ცხედარი დილის საათებში მდინარე ვერეს ხეობიდან ამოიტანეს. ამ ეტაპზე მომხდარის მიზეზი და დეტალები უცნობია.