LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის მილიონერი პირად ფოტოგრაფს ეძებს – მარტივი საქმე 55 ათას დოლარიანი ანაზღაურებით

1461
74621012-140941000520550-4165237344732210359-n

თუ 2020 წელს სამსახურის გამოცვლას გეგმავთ და ჯერ არ იცით, სად გინდათ დასაქმება – დიდი ალბათობით, ეს ვაკანსია ძალიან დაგაინტერესებთ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 27 წლის გადასარევი ვიზუალის ავსტრალიელი მილიონერი, სახელად მეთიუ ლეპრე პირად ფოტოგრაფს ეძებს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს და „ინსტაგრამისთვის“ პროფესიონალურ ფოტოებს გადაუღებს. ამ ერთი შეხედვით ძალიან მარტივ საქმეში, ლეპრე ფოტოგრაფს წლიურად 55 ათას დოლარს გადაუხდის.

როგორც თავად ლეპრე აცხადებს, მის პოტენციურ ფოტოგრაფს უნდა ჰქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, უყვარდეს ფრენა და ფოტოების გადაღება. გარდა საკმაოდ მსუყე ანაზღაურებისა, ავტრალიელი მილიონერი სრულად უზრუნველყოფს საკუთარი ფოტოგრაფის საცხოვრებელ, საკვებ და სხვა ხარჯებსაც… ამასთან, ფოტოგრაფს მილიონერი გულწრფელ მეგობრობასაც სთავაზობს.

 

ცნობისთვის, მეთიუ ლეპრე ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ცხოვრობს და ის კომპანია Ecom Warrior Academy-ის დამფუძნებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები