პროდიუსერი და სცენარისტი, თეონა ჯორბენაძე, 28 დეკემბერს, წინასაახალწლოდ კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტს აანონსებს..

როგორ თეონა წერს:

„28 დეკემბერს წლის მთავარი ბედნიერება და იმედი!

ცოტნე მიუჯდება როიალს, დაუკრავს ერთ-ორ ჯადოსნურ ფრაზას და ყველა უსამართლობა მაშინვე დაუძლურდება. მიხარია, რომ მის პირველ სოლოკონცერტს კონსერვატორიის დიდ სცენაზე სწორედ “იავნანა” წარადგენს. ფონდი, რომელმაც ათაობით ნიჭიერ ბავშვს თუ ახალგაზრდას გაუმართა ხელი. წარმატებები ჩემს საყვარელ და საამაყო ცოტნეს.

ვისაც ჯერ არ მოგისმენიათ ან ღვთაებრივის არსებობასთან დაკავშირებით კითხვები გაწვალებთ, გირჩევთ, ეს კონცერტი არ გამოტოვოთ“.