LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs ჩატარდება

106
1

29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30-22:30 საათებში, HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი “Tbilisi Jobs” გაიმართება.

ღონისძიებაზე 60-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge -ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ კომპანიის HR მენეჯერებს და მოისმინონ სპიკერების გამოსვლები სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები. გასაუბრების პროცესში პირბადის ტარება სავალდებულოა.

Tbilisi Jobs-ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორანით არის წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები