LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მარტიდან ბათუმსა და კიევს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება

94
1979041589-a321-StdDef-2020-05-0111-422.jpg.0901ccc651e0bb3e86c0ddadd193232c

YanAir Airlines ბათუმის მიმართულებაზე ფრენებს ანახლებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას 3 მარტიდან შეუდგება.

აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას YanAir Airlines კვირაში 7 სიხშირით გეგმავს, ანუ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები