LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 მილიონ საწოლს ვერ დადგავენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ გადააქცევენ” – ემიგრანტი ქართველებს ავსტრიულ გამოცდილებას უზიარებს

486
Screenshot-4

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნინო გურჯიშვილი ქართველ საზოგადოებას კორონავირუსთან ბრძოლის ავსტრიულ გამოცდილებას უზიარებს.

ის აღნიშნავს, რომ ავსტრიაში ინფიცირებულთან სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკურნალობას არ ნიშნავს, არ რეკავს და არც გეკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“ავსტრიაში ვარ და გიყვებით რეალურ, აქაურ მდგომარეობას ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით.სრული დაზღვევის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა სიმპტომით, რეკავს ქოლცენტრში ტესტის ჩასატარებლად, პასუხობენ, რომ დაუკავშირდებიან, ცოტახანში რეკავენ და მეორე დღეს! იბარებენ წითელი ჯვრის (ქუჩაში დგას კარავი) ტუნქტში , მანქანიდან გადაუსვლელად აგიღებენ ნაცხს , გაყინავენ და მიაქვთ 40კმ დაშორებით სხვა ლაბორატორიაში. პასუხი იქნება 4!!!! დღეში თუ შაბათი-კვირა არ გამოეჩხირა, ანუ 6 დღე შეიძლება უყო დაავადებული პასუხის მოლოდინში, შეგიძლია კერძო ტესტი გაიკეთო 120 ევროდ, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. და ისიც 2დღეში იქნება, სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკუენალობას არ გინიშნავს, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხებახარ თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში, ჰოსპიტალში რა ხდება არ ვიცი!
ხალხო!!! მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და იაზვობას, , მორჩით ჯიუტობას, იყავით კანონმორჩილები, მიყევით რჩევებს და რეგულაციებს და იყავით მადლიერები იმისა, რასაც საქართველოში ჩვენი და სხვა მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაკეთდა და კეთდება, 3 მილიონ საწოლს ვერ დადგავენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ აქცევენ, ეცით პატივი ერთმანეთს და თქვენს გვერდით მდგომს , დაიცავით რეგულაციები, მორჩით ტუსოვკებზე და რესტორნებში წანწალს!!!
იმედია ეს ყველაფერი როდესმე დამთავრდება……..”-წერს ქართველი ემიგრანტი ნინო გურჯიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები