LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მიზეზი, რატომ არ იაფდება ავიაბილეთები ფრენის თარიღამდე ცოტა ხნით ადრე

145
flying-people-sitting-public-transportation-large

ალბათ, ყველა მოგზაურს აწუხებს კითხვა, თუ რა პერიოდშია ავიაბილეთების შეძენა შედარებით ხელსაყრელი, იმისთვის, რომ მოგზაურობა მინიმალური დანახარჯებით შეძლოს. ჩნდება კითხვები იმის შესახებაც, გაიაფდება თუ არა სასურველი ბილეთები ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ – არა. როგორც avianews.ge The Points Guy-ზე დაყრდნობით წერს, ექსპერტებმა გამოყვეს 3 მიზეზი, თუ რატომ არ იაფდება ბილეთები ფრენის თარიღამდე, თუნდაც რამდენიმე საათით ადრე.

პირველი მიზეზი არის ის, რომ ავიაგადამზიდავები დარწმუნებულნი არიან, რომ საქმიანი ვიზიტის პირობებში მგზავრები ფინანსებს არ დაიშურებენ და მაღალფასიან ბილეთს მაინც იყიდიან. ასეთ დროს ავიაკომპანიებს არ ადარდებთ, დაბალშემოსავლიანი მგზავრი მოახერხებს თუ არა ბოლო წუთებში ბილეთის ყიდვას.

მეორე, ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანია არა მგზავრთა რაოდენობა, არამედ შემოსავლები. გადამზიდავი რთული ალგორითმის მეშვეობით ითვლის ბორტზე ცარიელი ადგილის რისკს, რაც წინა გამოცდილებებზეა დამყარებული. ავიაკომპანიებს შეუძლიათ კონკრეტულ თარიღებზე ტარიფები ისე დააწესონ და სავარაუდო გაყიდვები ისე განსაზღვრონ, რომ სავარაუდო შემოსავლებიც კარგად გათვალონ.

მესამე მიზეზი არის ერთგვარი “შიში”, რომ მგზავრები დაელოდებიან გაფრენის თარიღს, რათა ავიაბილეთები დაბალ ფასად იყიდონ. მუშაობის ასეთი სქემა კი ავიაგადამზიდავს მდგომარეობას გაურთულებს და შემოსავლების დაგეგმვის ალბათობას შეუძლებელს გახდის.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები