LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მიზეზი: რატომ უნდა თქვათ ყოველთვის ის, რასაც ფიქრობთ

2520
00

გულწრფელი გრძნობების გამოხატვა, იქნება ეს უწყინარი კომენტარი თუ უბრალოდ კრიტიკა, ხშირად რთულია. თუმცა, საკუთარი შეხედულების ღიად და თავისუფლებად გამოხატვის შეზღუდვით შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოთ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

საკუთარი აზრის ჩახშობა აგრესიის და შფოთვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

რატომ უნდა ვთქვათ, ყოველთვის სიმართლე

 

ამცირებს სტრესს

ამბობენ, რომ ტყუილის თქმა მხოლოდ კარგი მეხსიერების მქონე ადამიანებს შეუძლიათ. მატყურა ადამიანები ამ ტვირთს მთელი ცხოვრება ატარებენ და გაცილებით უფრო ფრთხილი ხდებიან.

სიტყვებით თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ სხეული არასდროს იტყუება. ტყუილის თქმით გამოწვეული სტრესი ადამიანს მუდმივად ახლავს თან და დისკომფორტს უქმნის. ეს კი შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული.

ვინც სიმართლეს ამბობს, ზედმეტი ტვირთის გარეშე ცხოვრობს

 

აძლიერებს თვითშეფასებას

გულწრფელობა, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება , ადამიანებთან ურთიერთობას უფრო მტკიცესა და სასიამოვნოს ხდის.

სიმართლის თქმა როგორც საკუთარ თავზე და სხვებზეც, თვითდაჯერებულობას მატებს ადამიანს, რაც შემდეგ თვითშეფასების ამაღლებას იწვევს.

 

დაგიცავთ ფსიქოსომატიკისგან

მეცნიერებმა 70 მოხალისისგან შემდგარ ჯგუფს ჩაუტარეს ექსპერიმენტი. ისინი დაყვეს ორ ნაწილად და დაუსვეს გარკვეული კითხვები. პირველ ჯგუფს დაევალა პასუხი გაეცა გულწრფელად. ექსპერიმენტების მონაწილეებს ხუთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ ვინც გულწრფელად უპასუხა, ნაკლებად იტანჯებოდნენ ფსიქოლოგიური ტრამვებისგან.მეცნიერთა დასკვნით, სიმართლის თქმა, პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის არის კარგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები