LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვის გვანცა გოგსაძისა და მისი მამის ფოტო, რომელმაც კლინიკიდან მკურნალობაზე უარი მიიღო…

38747
gvanca-gogsadze-news19

3 თვის გვანცა გოგსაძისა და მისი მამის ფოტო, რომელიც საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკიდან პასუხს ელოდება, სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მკურნალობაზე საფრანგეთის რამდენიმე კლინიკამ ოჯახს უარი უთხრა. მიზეზად კი  ჯანდაცვაში არსებული სპეციალური სტანდარტები სახელდება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის კლინიკები აღნიშნულ დაავადებას იმ კონკრეტული მედიკამენტით არ მკურნალობენ, რომელიც გვანცა გოგსაძეს სჭირდება.

ოჯახის ახლობელი “ფორტუნასთან” საუბარში განმარტავს, რომ მათ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ კლინიკებთანაც აქვთ კონტაქტი და ყველა ქვეყანას თავისი ჯანდაცვის პროტოკოლი და სტანდარტები აქვს.

ოჯახის ახლობელი ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთმა გვანცა გოგსაძის ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართი გამოუყო.

გვანცას დიაგნოზი კუნთების გენეტიკური  სპინალური ატროფიაა, რომელიც ავსტრიაში დაუსვეს. როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჭიროა ძვირად ღირებული ნემსის გაკეთება, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის. ოჯახი მკურნალობის გაგრძელებას სხვა ქვეყანაში გეგმავს, თუმცა, სანამ ანგარიშზე კონკრეტული თანხა არ იქნება ოჯახი მკურნალობის დაწყებას ვერ შეძლებს.

ოჯახი სწორედ ამ ავანსისთვის აგროვებს თანხას და შესაბამისი ანგარიშებიც გავრცელებულია:

საბანკო კოდი – TBCBGE22

მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006

საბანკო კოდი – BAGAGE22

მიმღების დასახელება- ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია)

ანგარიშსწორების ანგარიში GE06BG0000000103330922

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები