LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 წლამდე ძუძუს ვწოვდი, 200 ლიტრით მეტი რძე მომივიდა, ესეც მიაწერეთ”- ნათელაშვილი დეპუტატის ხელფასის აღებაზე

123
BeFunky-collage

“სამ წლამდე ვწოვდი დედის ძუძუს და შეიძლება, 200 ლიტრის გადამეტება მომივიდა და ესეც მიაწერეთ ხელფასს”, — ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი “რუსთავი 2” ეთერში გადაცემა “ღამის კურიერში” გასულ ანონსს, რომელშიც საუბარი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტში, ბოიკოტისას, 2016 წლიდან დღემდე ნათელაშვილის მიერ აღებულ 200 000 ლარის ოდენობით ხელფასზე.

ნათელაშვილმა განმარტა, რომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ მისი პარტია ბოიკოტის რეჟიმში იყო, თუმცა საპარლამენტო აქტივობებს საზოგადოებაში ეწეოდნენ.

მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი – შალვა ნათელაშვილი

“ერთი წელია, საქართელოს საპარლამენტო ოპოზიცია, არ დადის სხდომებზე. ხელფასს ხომ იღებენ კაცო? მსოფლიოში დეპუტატები აცხადებენ ბოიკოტებს, სხვა საქმიანობას ეწევიან, გარეთ ამომორჩევლებთან, იბრძვიან აქციები, მიტინგები, ხელისუფლების ჩამომხობის აქტიური ნაბიჯები, მაგრამ არ შედიან სხდომებზე, პოლიტიკური მოტივაციით. რა გავაკეთეთ ისეთი დანაშაული, რა ჩავიდინეთ ისეთი ცოდვა, რომ ვერაფრით ვეღარ მივიღეთ ამინისტია,”- განაცხადა “ღამის კურიერში” შალვა ნათლაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები