LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის ეტა 95 წლის ყოფილი მეზღვაურის საუკეთესო მეგობარი გახდა [ვიდეო/ფოტო]

368
StanleyRotmanandEttaMorseplaytogether_hpEmbed_4x3_992

„ეტამ აირჩია სტენლი და ეს საკითხი აღარ განიხილება“ – ასე ხსნის 3 წლის ეტას დედა ლაურა მორსე მისი შვილის 95 წლის ყოფილ მეზღვაურთან მეგობრობას.

„ეს ძალიან მჭიდრო კავშირია. ზოგიერთი ადამიანი სულით მონათესავეა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა“, – განაცხადა მან „დილა მშვიდობისა ამერიკასთან“.

ეტა მორსე და სტენლი როტმანი ერთმანეთს მუსიკის გაკვეთილებზე შეხვდნენ, რომელიც ავიტას თავშესაფარში ტარდება. თავშესაფარში, რომელიც ალცჰაიმერის და დემენციის დიაგnოზის მქონე მოხუცებს იფარებს.

„იქ უამრავი შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ ეტამ და სტენლიმ უცებ იპოვეს ერთმანეთი. ამას ვერ ვხსნი,“ – ამბობს გოგონას დედა.

 

მეგობრობა იმ დღეს დაიწყო, როცა ეტამ თავისი ინსტრუმენტები მთლიანად როტმანს აჩუქა. ამის შემდეგ, ეტა და მისი დედა როტმენს მუსიკის გაკვეთილების გარეშეც ხვდებიან. ისინი თამაშობენ და საუბრობენ.

 

„მაშინაც კი, როდესაც ის მის გვერდით ზის და ფაზლს აწყობს, ის მხოლოდ იმითაც კმაყოფილია, რომ მას უყურებს. მისი სიყვარული ჭეშმარიტია. ის ამზადებს ტკბილეულს მისთვის. ეტამ იცის რომ მას შოკოლადი უყვარს და კიტ კეტს ყიდულობს, რომელსაც შემდეგ იყოფენ.

სტენლი კი უბრალოდ ანათებს, როცა ეტას ხედავს. ის ყოველთვის აღფრთოვანებულია გოგონათი“, – ყვება გოგონას დედა.

 

 

მორსე იმედოვნებს, რომ ეტას და როტმანის ისტორია შთააგონებს სხვა თავშესაფრებსაც, მსგავსი გაკვეთილები შექმნან, რომელზეც ბავშვებს დასწრება შეეძლებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები