LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 საინტერესო ფაქტი საქართველოზე

3279
Capturedd

ქვეყნის დევიზია – „ძალა ერთობაშია“.

ზოგიერთი მონაცემებით, ღვინო წარმოშობით საქართველოდანაა.

პირველი თბომავალი, რომელმაც ატლატიკის ოკეანე გადალახა, საქართველოდან გაცურდა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა (სომხეთთან ერთად), რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.1 წელს შეადგენს (ქალები – 76.5, მამაკაცები – 69.4).

მსოფლიოს საუკეთესო ჯარის სიაში მდგომარეობა:
2015 წელი – 63-ე ადგილი;
2018 – 81-ე ადგილი.

კრუბერის გამოქვაბული (აფხაზეთი) ყველაზე ღრმა გამოქვაბულია მსოფლიოში.

აფხაზეთშივეა მდინარე, რომელიც სულ რაღაც 18 მეტრშია სათავედან ზღვამდე. ეს ყველაზე მოკლე მდინარეა მსოფლიოში.

ქალებს პენსიაზე გასვლა 60 წლის ასაკში შეუძლიათ, მამაკაცებს – 65 წლისას.

უმუშევრობის დონე 2018 წელს 13.9%-ს შეადგენდა.

საქართველოში საშუალოდ ზრდასრული ადამიანი დაახლოებით 7.7 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს წლიურად.

სავალდებულო განათლება 9 წელია.

IQ-ს საშუალო დონე 94 შეადგენს.

ქვეყანაში 950 ათასზე მეტ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ითვლიან (255 ავტოტრანსპორტი 1000 მოსახლეზე).

1 612 კმ-ზე მეტი სარკინიგზო გზაა.

ზრდასრული ადამიანების 22%-ს ჭარბი წონა აქვს.

საშუალო ზრდასრული ადამიანი თვეში 87 სიგარეტს ეწევა.

15 წელს გადაცილებული ადამიანების 0.2%-ს არ შეუძლიათ წერა-კითხვა (საშუალოდ 7.5 ათასი).

ბოლო სასიკვდილო განაჩენი 1995 წელს გამოიტანეს.

ფიზიკური პირებისთვის საშემოსავლო გადასახადი 20%-ს, ხოლო კომპანიებისთვის 15%-ს შეადგენს.

ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წელს 2.8%-ს შეადგენს.

ფორმალობები, რომელიც კომპანიის შექმნას უკავშირდება, 16 დღე გრძელდება.

ქალები პირველ შვილს საშუალოდ 24 წლის ასაკში აჩენენ.

10 ქალი საშუალოდ 18 შვილს აჩენს.

ქვეყანაში მაცხოვრებლების საშუალო ასაკი 37.9 წელია.

ყოველწლიურად დაახლოებით 47 500 ბავშვი იბადება (მოსახლეობის 1.3%) და დაახლოებით 40 400 კვდება (მოსახლეობის 1.1%).

საქართველოში არის 24 690 კვ/კმ სახნავი მიწა (ქვეყნის ტერიტორიის 35%).

სამუშაო კვირა 41 საათს შეადგენს.

მოსახლეობის 52% ქალაქში ცხოვრობს.

ქვეყნის ტერიტორიის 27601 კვ/კმ ტყით არის დაფარული (39,6%).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები