LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ათასი 4 მანქანაში: პარლამენტი ახალი ავტომობილების შეძენას უტენდეროდ აპირებს

106
19726949256-cdd8742912-b

საქართველოს პარლამენტი ახალი ავტომობილების შეძენას უტენდეროდ აპირებს. როგორც ირკვევა, პარლამენტი ორი ერთეული “ტოიოტა ქემრისა“ და ორი ერთეული “შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილებს 300 ათასი ლარის ფარგლებში, ტენდერის გარეშე შეიძენს.

პარლამენტის აპარატი განმარტავს, რომ ავტომობილების შეძენის საჭიროება რეალურად არსებობს, რადგან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უმაღლესი რანგის სტუმრებისთის შეუფერხებლად გადაადგილება უზრუნველყონ. მათივე ცნობით, წელს, 7-10 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის სესია ჩატარდება. მის ფარგლებში კი, მაღალი რანგის დელეგაციის მიღება და მასპინძლობა საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე დაიგეგმა (ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების სავარაუდო რაოდენობა 250 ადამიანია).

საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე შესყიდვების სააგენტოს წერილს უგზავნის და მასში გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობას სთხოვს:

„სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე უმეტესად ხორციელდება პარლამენტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, შიდა რესურსებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში და ზემოთხსენებული კონკრეტული ღონისძიების ფარგლებშიც მოწვეული დელეგაციების შემადგენლობაში არიან სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები და უმაღლესი რანგის სტუმრები, რომელთა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის პარლამენტის აპარატის მიერ ხორციელდება ისეთი რანგისა და კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების დაქირავება [რათა დაკმაყოფილებულ იქნეს მოწვეული სტუმრებისთვის დადგენილი საპროტოკოლო წესები], რომელსაც პარლამენტი შიდა რესურსებით ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი კატეგორიის მანქანის ბალანსზე არ არსებობის გამო, ან რამდენიმე სხვადასხვა დელეგაციის ერთ პერიოდში ვიზიტის შეუფერხებელი უზრუნველყოფის გამო.

პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებიდან 4 ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება და ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნება დიდ და არაგონივრულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამასთან აღნიშნულის აღმოფხვრის შემთხვევაში არც მათი შემდგომი ვარგისიანობის გარანტიები არსებობს. ზემოთხსენებული ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება მოწვეული სტუმრების/დელეგაციების, როგორც თბილისის მასშტაბით, ისე ქალაქგარეთ ტრანსპორტირება და საჭირო ხდება დამატებით ავტოტრანსპორტის დაქირავება და დამატებითი არაგონივრული ხარჯების გაწევა.

4 ახალი ავტომანქანის შეძენა გამარტივებული შესყიდვით, განპირობებულია საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის, დადგენილი ვადების სიმცირით, აგრეთვე ღონისძიებების გამართვის აქტუალურობით, სპეციფიკურობით და მისი მაღალი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებით არ იზრდება პარლამენტის აპარატის ბალანსზე ავტოპარკის ჯამური რაოდენობა, ვინაიდან დაგეგმილია მწყობრიდან გამოსული ზემოთხსენებული 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემა“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ტენდერით შესყიდვის პროცედურების განხორციელება საპარლამენტო საქმიანობის შეფერხებას გამოიწვევს, რაც სხვადასხვა ღონისძიებების დადგენილ ვადებში განხორციელებას საფრთხის წინაშე დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ უწყებას  2019 წლის განამვლობაში ავტომობილების დაქირავებაზე შპს „ვითი ჯგუფთან“ 47 650 ლარიანი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები