LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-ლარიანი დახმარების მისაღებად, 104 818 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა

235
234099218

დღევანდელი მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად, 104 818 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 51 000-ზე მეტი პირის შემთხვევაში, დახმარების გაცემის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მათი ნაწილის ანგარიშზე თანხა უკვე აისახა.

რაც შეეხებათ დასაქმებულებს, უწყების ცნობით, ამჟამად სულ იდენტიფიცირებულია 72 175 დასაქმებული, რომელიც 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები