LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო 7 თვის ნაყოფი დაეღუპა

89
ბომონდი

31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. შვიდი თვის ორსული ბათუმიდან კლინიკა „ბომონდში“ ორი დღის წინ შეიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, ამჟამად ჰოსპიტალი კატასტროფის ბრიგადას ელოდება. იმისთვის, რომ პაციენტმა მკურნალობა თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში გააგრძელოს.

„პაციენტის მდგომარეობას ადგილზე კატასტროფის ბრიგადა შეამოწმებს, ოჯახი ყველა შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმირებულია. ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,“- გვითხრა  „ბომონდის“კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

როგორც მანვე განგვიცხადა, პაციენტი რამდენიმე დღის წინ, ბათუმის სამშობიარო სახლში სამკურნალოდ შევიდა, 2 დღის შემდეგ, თავისი სურვილითვე ბინაზე გაეწერა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების კატასტროფის ბრიგადამ კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანა.

„მთელი ღამის განმავლობაში კლინიკა ფეხზე იდგა, რომ პაციენტის მდგომარეობა მაქსიმალურად დასტაბილურებულიყო. სამწუხაროდ, ორსულობა შეწყდა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ მამია ყიფიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები