LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

33 წლის ფიტნესინსტრუქტორი, ბლოგერი და ინფლუენსერი, რომელსაც კორონავირუსის არ სჯეროდა, Covid19-ით გარდაიცვალა

679
BeFunky-collage

33 წლის უკრაინელი ფიტნესინსტრუქტორი, ბლოგერი და ინფლუენსერი დიმიტრი სტუჟუკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ მას ვირუსის არსებობის არ სჯეროდა, სანამ თვითონ არ დაავადდა.

,,მე ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც კორონავირუსის არ სჯეროდა, ვიდრე არ დავავადდი”, – დაწერა სტუჟუკმა და ასევე, აღნიშნა, რომ ვირუსი საკმაოდ მძიმე იყო.

რამდენიმე დღის წინ, დიმიტრიმ ასევე დაწერა, რომ ის თურქეთში დაინფიცირდა. როცა უკრაინაში დაბრუნდა, ტესტი გაიკეთა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. მას სუნთქვის გართულება და ხველა აწუხებდა.

სტუჟუკი ინსტაგრამზე მიმდევრებს პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბოლოს აღნიშნავდა, რომ თავს უკვე სტაბილურად კარგად გრძნობდა.

ერთი დღის შემდეგ კი, ბლოგერის ყოფილმა ცოლმა, სოფია სტუჟუკმა ინსტაგრამზე ქმრის გარდაცვალების შესახებ დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები