მძიმე კატეგორიის მოხუცებს საკვებით დახმარება სჭირდებათ, რომელთა ღირებულება სულ 540 ლარს შეადგენს

მოხუცთა პანსიონატი “სიკეთის ლამპარი” დახმარებას ითხოვს. პანსიონატში 34 მოხუცი ცხოვრობს, თუმცა მათ მუდმივი დამფინანსებელი არ ჰყავთ.

როგორც “სიკეთის ლამპარის” მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, მძიმე კატეგორიის მოხუცებს საკვებით დახმარება სჭირდებათ, რომელთა ღირებულება სულ 540 ლარს შეადგენს.

მოხუცთა პანსიონატს არ ესაჭიროება ტანსაცმელი, რადგან იქ ძირითადად, მწოლიარეები არიან განთავსებული.

საიტზე satno.ge შესაძლებელია იქ მყოფი მოხუცების შესახებ ინფორმაციის გაცნობაც.

ტეგები: მოხუცთა პანსიონატები სიკეთის ლამპარი ქველმოქმედება
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები