35 წლიანი შესვენების შემდეგ, ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ახალი სინგლი დაანონსა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით ჯგუფის წევრებმა უკვე დაიწყეს სიმღერაზე მუშაობა და ერთგული მსმენელი მოუთმენლად ელის მის გამოქვეყნებას.

შვედური პოპ-ჯგუფი ABBA სტოკჰოლმში 1972 წელს ჩამოყალიბდა.

2010 წლის 15 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და დღესაც, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად დამატებით მათი დაახლოებით მილიონი დისკი იყიდება.

ტეგები: ABBA

მსგავსი თემები