ბრიტანელი მეცნიერები მოხალისეებს ეძებენ, რომლებიც კორონავირუსით ძალით დაინფიცირებას სამეცნიერო მიზნებისთვის დათანხმდებიან. ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის სერიოზულ თანხას უხდიან და, როგორც ჩანს, მოხალისეები უკვე გამოჩნდნენ.

Людям предлагают заразиться коронавирусом, и они соглашаются. Во всём виновата корысть - за это хорошо платят

ერთი შეხედვით, ეს ოცნების სამსახურს ჰგავს. მოხალისეები 14 დღე არაფერს გააკეთებენ და მათ 3500 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ ესმის ასეთი ანგარებიანი „თავგანწირვა“.  

ინოვაციური ცენტრი Hvivo, რომელიც ლონდონის ბიომწარმოებელ Queen Mary-ის ბაზაზე შეიქმნა, მსოფლიოში იმ 20 ლაბორატორიას შორისაა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. თუმცა ბევრი მათგანი ადამიანებზე გამოცდილი ჯერჯერობით არ არის, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიამ მოხალისეების მოძიება.

ლაბორატორია გეგმავს 24 მოხალისის მოძებნას. იგეგმება მათი დავურუსება Covid-19-ის არც თუ ისე საშიში შტამებით. მეცნიერები ამ შტამებს იმისთვის გამოიყენებენ, რომ მათი შექმნილ ვაქცინაზე ადამიანების იმუნური რეაქცია შეამოწმონ.

სანამ მოხალისეებს ექსპერიმენტზე დაუშვებენ, მათ კორონავირუსის ანტისხეულებზე შეამოწმებენ.

Hvivo-ს მეცნიერ ენდრიუ კეტჩპოლის მტკიცებით, ყველა ადამიანს კორონავირუსის ამათუ იმ ფორმაზე იმუნიტეტი აქვს.

„სინამდვილეში ჩვენ ბევრი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გვაქვს“, – ამტკიცებს მეცნიერი.

როგორ შეიძლება, ეს სიმართლე იყოს? საქმე ისაა, რომ კორონავირუსები ადამიანისთვის 1965 წლიდანაა ცნობილი და მისი სხვადასხვა ფორმები ეპიდემიებს იწვევს.

ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო ე.წ. ღორის გრიპი, რომელიც 2015 წელს გავრცელდა და „ქათმის გრიპით“ ცნობილი 2002 -2003 წლებში გავრცელებული ეპიდემია.

ექიმ ედვარდ რაიტერის თქმით, რომელიც სასექსის უნივერსიტეტის წამყვანი ლექტორია, არსებობს რამდენიმე ათეული კორონავირუსი, მაგრამ ადამიანი მოლოდ შვიდი მათგანით შეიძლება დავირუსდეს.

Людям предлагают заразиться коронавирусом, и они соглашаются. Фармлабаратории готовы за это хорошо заплатить

BioEnterprises The Queen Mary ინოვაციური ცენტრში ლონდონში

 

რაიტი ამბობს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მსურველებს ძალიან ბევრ გამოკვლევას ჩაუტარებენ და ვაქცინის გამოცდისთვის ყველაზე ჯანმრთელებს აირჩევენ.

იმისთვის, რომ მეცნიერებს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზონ, მსურველებმა Hvivo-ს საიტი უნდა მოინახულონ და რამდენიმე კითხვას უპასუხონ. აქვთ თუ არა ასთმა, სისხლის დაავადებები, აქვთ თუ არა დეპრესია. მიუთითონ პირადი მონაცემები სიმაღლის ჩათვლით და დაელოდონ პასუხს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05