LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 დღის შემდეგ, ოზურგეთში, „გულისტანის“ თანამშრომლების გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა

44
გულისტანის მუშები

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „გურია ექსპრესის“ ე.წ. გულისტანის თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა. 36-დღიანი გაფიცვის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიაციის შედეგად, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა.

„გურია tv“-ის ინფორმაციით, შეთანხმება კომპანიის მხრიდან მშრომელების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის ანაზღაურების გაზრდასა და შრომის სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა გაფიცულმა, ლადო ურუშაძემ განუცხადა, კომპანიასთან ყველაფერზე შეთანხმდნენ, რასაც ითხოვდნენ.

„სავარაუდოდ, შაბათს გაგვიფორმებენ ახალ ხელშეკრულებებს, ორშაბათს მუშაობას შევუდგებით და ჩვენს ურთიერთობებს კომპანიასთან ახალი ფურცლიდან დავიწყებთ„

შეგახსენებთ, რომ 36 დღის წინ, ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

ფოტო: „გურია tv“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები