LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

105
befunky-collage-7-2020-05-30-17-38-08-957692

TV პირველის მთავარი პროდიუსერი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია  ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქციის” ანონსის წარდგენისას გააჟღერა.

არსებული ინფორმაციით, ნოდარ მელაძე სუს-ში ხვალ, 11 საათზე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

ცნობისთვის, ამის თაობაზე სიუჟეტი “ტვ პირველის” შაბათის გადაცემამ მოამზადა, რომელსაც სწორედ მელაძე ხელმძღვანელობს. გადაცემაში ჩაწერილი ჰყავდათ სავარაუდო ბრლადებულის ძმა.

„გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ“ – აჰმედ ზაკაევი

ასევე გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები