LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა

83
y4to02ha1881bo4-e1587017338876

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოკვლეული 297 პირიდან 2 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათგან ერთი მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე განთავსებულ სტატისტიკაში უკვე ასახულია. ერთი კი დღის მეორე ნახევარში გამოვლინდა. კორონავირუსი ტრანზიტულ-სატვირთო ავტომობილების ორ მძღოლს დაუდასტურდა, ისინი კლინიკა “მედალფაში” არიან მოთავსებული.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ დღეს პირველად დაფიქსირდა.

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე მონაცემები დღის მანძილზე არ განახლებულა. შესაბამისად, ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში COVID-19-ის 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 15.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები