“არტ გენი” 2020-ის მეორე დღე ფოლკლორულ ანსამბლებს დაეთმო, საღამო კი “სუხიშვილების” კონცერტმა დახურა.

აღსანიშნავია, რომ ჩვიდმეტ წლიან ისტორიაში პირველად ფესტივალს ელექტრონული მუსიკის ღამის კონცერტი- Art-gene After Party დაემატა ფოლკლორული ელემენტებით

 

🎉,,სუხიშვილების" კონცერტი ,,არტ-გენზე" 🎆 #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 24 ივლისი, 2020

 

„არტ გენი 2020“ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით იმართება.

პროგრამა:

  • 25 ივლისი
    18:30 – 22:00 ფოლკლორი იმერეთი
    22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი ზუმბალენდი
  • 26 ივლისი
    18:30 – 22:00 ფოლკლორი აჭარა
    22:00 დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძე
  • 27 ივლისი
    18:30 – 22:00 ფოლკლორი კახეთი
    22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “33ა”

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალს საფუძველი 2004 წლიდან ჩაეყარა. მისი მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.

წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და დედაქალაქს მოიცავს. კონცერტების პარალელურად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოიფინება ხალხური რეწვის ნამუშევრები, გაიმართება გასართობი წარმოდგენები და ხალხური თამაშობები, იფუნქციონირებს კვების ობიექტები.

ფესტივალი ორ აგვისტოს „გომის მთაზე“ დასრულდება.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05