LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

198
BeFunky-collage (5)

მესტიაში გამოკვლეული 500 ადამიანიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Ipn ავრცელებს. საუბარია მესტიიდან გუშინ გაგზავნილ 500-მდე ტესტზე. დღეს გამოსაკვლევად კიდევ 400-მდე ტესტი გაიგზავნა.

მთელ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა 10 ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, გრძელდება თერმოსკრინინგი და „პისიარ“ კვლევა.

“არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება” – რა ვითარებაა მესტიაში

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

კარანტინის ვადა 2 დღით შემცირდა – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები