LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 050 ლარის გამოძალვა მუქარით: შსს-მ იმერეთში ერთი პირი დააკავა

103
BeFunky-collage (11)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.

არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები