LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4.9 მილიონ ქართველზე გავრცელებული პირადი ინფორმაცია საერთოდ არ ემთხვევა საარჩევნო ბაზაში არსებულ მონაცემებს – ცესკო

160
46954049-10156283372272670-91603247172681728-o

არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს საარჩევნო ბაზის – 4,9 მილიონი ქართველის ამომრჩევლის დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ონლაინ-გამოცემა ZDNet აქვეყნებს.

მათ შორის არიან გარდაცვლილი მოქალაქეებიც.

ZDNet-ის ცნობით, ინფორმაციის გაზიარების დროს ჰაკერებმა მიუთითეს, რომ ინფორმაციის წყაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სისტემა წარმოადგენდა, თუმცა, ინფორმაციის ზუსტი წყარო – თუ რომელი უწყების მონაცემთა ბაზიდან მოხდა მისი გატანა და გასაჯაროება, უცნობია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა პირადმა მონაცემებმაინტერნეტში გაჟონა. 2019 წლის აგვისტოში ჩილელი ამომრჩევლები აღმოჩნდნენ დაუცველები, როდესაც მოსახლეობის 80%-ის პირადი ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელდა.

 

როგორც „ფორტუნას“ ცესკოში განუცხადეს, აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი მონაცემები მცდარია.

„გავრცელებული ბაზა საერთოდ არ ემთხვევა საარჩევნო ბაზაში არსებულ მონაცემებს. ჩვენს ბაზაში არის 3  500 000 ამომრჩეველი და არც გარდაცვლილები გვყავს. გავრცელებული ბაზის ფორმატიც სრულიად განსხვავებულია საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზისგან. ჩვენს ბაზაში მითითებული არ არის არც მამის სახელი და არც მოწმობის ნომერი. შესაბამისად გავრცელდა რაღაც სხვა ბაზა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვით“, – განგვიცხადეს ცესკოში.

ცესკოში ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას, მომხდართან დაკავშირებით დაიწყება თუ არა გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები