LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის კაცის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტლება მიიღო

2642
59788477_2074154526218787_1967490394782433280_n

თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე თამარ კაპანაძემ, 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 25 ივნისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ხანდაზმულია, პატიმრობაზე უფრო მსუბუქ აღკვეთ ღონისძიებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

შვილის, რძლისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ისინი სხვამ მოკლა.

“ეშმაკები მყავდა, ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცებს. მე არ გავსამართლდები. არ მინდა გასამართლება. მე იმდენი უბედურება მაქვს გადატანილი, რა უნდა მომისაჯონ. არ მომიკლავს არავინ. შემახვედრონ პირისპირ იმ ადამიანებს და პოლიციელებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იარაღს ვისროდი და ხალხს ვხოცავდი“, – განაცხადა ომარ გამყრელიძემ.

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა.

"ეშმაკები თავში მირტყამდნენ" - შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული

სასამართლო სხდომაზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები