LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 დღეში 6 620 ლარი – 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის ოჯახს თანხა შეუგროვეს

1187
71037023-2416484535107122-6013977228365266944-n

სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას წევრებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახს 6 620 ლარი შეუგროვეს.

,,სულ ვამბობ არ ვართ დასაკარგი ხალხი-მეთქი 

იმ წუთიდან რაც ჯიქურის ოჯახის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი დავდეთ, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. გული მიჩუყდებოდა ადამიანების სიკეთესა და ერთიანობაზე 

ამ წუთას შევხდი რაიას და გადავეცი 4 დღეში თქვენი შეგროვებული (185 ჩარიცხვა) 6620ლ. კინაღამ ხელში ჩამაკვდა შოკისგან ?  ვისურვებდი ყველას გენახათ მისი ბედნიერი და აჩუყებული სახე. რომ წამოვედი, კიდე დამირეკა, გონზე ვერ მოვდივარ, სრულიად უცხო ადამიანებმა როგორ გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ამბავიო. ამ ეტაპზე რაც იცის, გამათბობელს ვიყიდიო 

მიყვარხართ და გადავრჩებით!”- წერს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მოსამართლემ პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. სხდომა დღეს, 23 ივნისს გაიმართა. ჯიქურის ცოლი ჟურნალისტებთან  აცხადებს, რომ ბრალდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და მის გათავისუფლებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები