LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა დაკარგული 85 წლის მამაკაცი იპოვეს

171
Capture

ქობულეთში დაკარგული 85 წლის ავთანდილ გვარიშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე დეხვის სათავესთან, ტყის მასივში იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და აჭარის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

პენსიონერი სოფელ ხალაში საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა ხანშიშესული მამაკაცის დაკარგვის შესახებ ონფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს მიაწოდა.

სამძებრო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული.

პოპულალურები