მელანია ტრამპმა არგენტინულ მივლინებაში 24 საათში 4 განსხავებული სტილი მოირგო

სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო საზოგადოება ორსულმა მეგან მარკლიმ აღაფრთოვანა თავისი ოფიციალური სამეფო მივლინებით და მრავალფეროვანი სამოსით, რომელთაც დღეში რამდენჯერმე იცვლიდა. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა მელანია ტრამპი, რომელიც არგენტინულ მივლინებაში ახლდა მეუღლეს და 24 საათში 4 განსხავებული სტილი მოირგო.

დეფილე მისსის ტრამპმა შეერთებულ შტატებში, „რალფ ლორენის“ შოკოლადისფერი ტყავის პალტოთი და „დერეკ ლამის“ იისფერი ქვედაბოლოთი დაიწყო, არგენტინაში კი, საზოგადოების წინაშე იგივე პალტოთი წარსდგა, რომელსაც „ჰარვი პიერის“ ქვედაბოლო და „მანოლო ბლენიკი“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

არაოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ოკამპოს ვილაზე მოეწყო, ამერიკის პირველი ლედი არგენტინელ კოლეგას შეხვდა და ყვავილებით მოხატული ულამაზესი აბრეშუმის კაბით დაჩრდილა, ყველაზე ელეგანტური – “რიმ აკრას” იისფერი კაბა ვინტაჟური ქამრითა და ყვითელი ბრილანტის საყურით, კოლონის თეატრში მოირგო, დიდი ოცეულის სამიტზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები კი, „დიორის“ კრემისფერი კაბითა და ბეჟი პალტოთი მოხიბლა.

 

ტეგები: მელანია ტრამპი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები