საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. 7 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი განხორციელდა – ვენიდან, თელ-ავივიდან, სტოკჰოლმიდან და ამსტერდამიდან.

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, ისინი გადაიყვანეს სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

ცნობისთვის, სამგზავრო რეისები აღნიშნულმა ავიაკომპანიებმა შეასრულეს:

17:10 ✈ Smartlynx Airlines – Vienna-Tbilisi-Vienna – 32 მგზავრი

17:33 ✈ Israir – Tel Aviv-Tbilisi-Tel Aviv – 44 მგზავრი

18:56 ✈ ✈ Smartwings – Stockholm- Yerevan-Tbilisi – Stockhokm – 20 მგზავრი

19:32 ✈Georgian Airways – Amsterdam-Tbilisi – 179 მგზავრი

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები