LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მილიონიანი ინვესტიცია ქუთაისში – ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება

368
Vintage old hotel bell on the table

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ქუთაისში აღმაშენებლის N2-ში, ახალი სასტუმრო აშენდება, რისთვისაც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროს ასაშენებლად შპს „ქუთაისი ინნ“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2250.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, წლების განმავლობაში ამორტიზირებული შენობა-ნაგებობები , ელექტრონულ აუქციონზე, 430 000 ლარად გადაეცა. საპრივატიზებო პირობების თანახმად კომპანია 42 თვის ვადაში არანაკლებ 50 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას და ფუნქციონირებას უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 24 ობიექტი, რითიც ბიუჯეტმა 58 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 124 მლნ ლარს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები