საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარაპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარს (11.8 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაპრილში, 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტია.

2020 წლის იანვარაპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, 2020 წლის იანვარაპრილში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 134.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 91.8 მლნ. აშშ დოლარით (9.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარაპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 186.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 171.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 166.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05