LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

shss

თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება მომხდარზე 16-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა.

მათივე ცნობით, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

შსს-ში განმარტავენ, რომ 4 წლის ბავშვი დღეს დილით, სახლში ნახეს გარდაცვლილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები