LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი – შალვა ნათელაშვილი

228
1601119120-5f6f2442aa5b1

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენისას განაცხადა, რომ მზად არის დაიკავოს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი.

მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუკი იქნება ხალხის მხარდაჭერა და ღმერთის ნება. ამის შემდეგ კი ჩვენ გავიღვიძებთ საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაშ მცხოვრები ადამიანი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

  • ნაძალადევის – შალვა ნათელაშვილი (ოპოზიციის საერთო კანდიდატი)
  • თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და ახმეტა – ნიკა ვარდოშვილი
  • რუსთავი და გარდაბანი – მიხეილ ქუმსიშვილი
  • მარნეული და გარდაბანი – ალი ბადიროვი
  • ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა – თემურ წიკლაური
  • ახალქალაქი და ასპინძა – გიორგი ჩიტაური
  • მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – ბექა ნათელაშვილი
  • ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი და ტყიბული – სამსონ გუგავა
  • გურია – დავით მამალაძე
  • ბათუმი – ტარიელ კალანდარიშვილი

ლეიბორისტული პარტიიდან ქუთაისის მერობის კანიდატი ირაკლი კიკვაძე იქნება, კასპის – ოთარ ქოსაშვილი​.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები