LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

43%-ს თუ ვერ აიღებს „ოცნება“ ის ფსიქოლოგიურად, მორალურად გატყდება, დაიწყება ხელისუფლების უკანმოუხედავი ჩამოშლის პროცესი, კადრების გადინება – ხათუნა ლაგაზიძე

67
1557830790-lagazidze-xatuna11

წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტილოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

თავდაპირველად ლაგაზიძემ შეაფასა ის საარჩევნო კვლევები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

„ოცნება“- 48,6%, ენმ – 27,1 % – „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს

გამოკითხულთა 55%-ს კახა კალაძე მოსწონს, გიორგი გახარია – 55%-ს, მელია – 46%-ს: Edison Research-ის კვლევა

„გამოქვეყნდა პარალელურად 2 რეიტინგი, ერთი სახელისუფლო და მეორე „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემებით, მოკლედ შევაფასებ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ, უფრო სწორად გამოქვეყნებულ კვლევას, იმიტომ, რომ ჩატარების შედეგად დარწმუნებული ვარ სრულიად განსხვავებული მონაცემები მიიღეს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, გამოაქვეყნეს ის მონაცემები, რომლებიც მათ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის სჭირდებათ.

ის მონაცემები, რომლებიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა არის ის ციფრები, რომლებიც მას უნდა დასვას ამ არჩევნების შედეგად, ეს არის, ფაქტობრივად, დაანონსება არჩევნების გაყალბების ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება „ედისონ რისერჩის“ ჩატარებულ კვლევას, ეს კვლევა გაცილებით უფრო რეალურად ასახავს საზოგადოების განწყობას.

მე ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიარე, მქონდა შეხვედრები სამოქალაქო აქტივისტებთან, ლიდერებთან და შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება არის ძალიან მაღალი, თუმცა აქვე დავძენ, რომ იმედგაცრუება ოპოზიციის მიმართ არანაკლებ დიდია.

მნიშვნელოვანი გახლავთ რამდენიმე ფაქტორი ამ კვლევიდან, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მივაქცევ ერთ კითხვას, ამ კითხვით ცდილობდნენ დაედგინათ, ვის აძლევს მომავალ არჩევნებში ხმას, ის ამომრჩეველი, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.

მხოლოდ 67% შერჩა ქართულ ოცნებას მყარი ამომრჩეველი, დარჩენილი 33%-დან 11% წავიდა გახარიასთან, 6 თუ 7 % ნაციონალურ მოძრაობასთან და დანარჩენი პროცენტები სხვა პარტიებთან.”-აღნიშნა ლაგაზიძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს არჩევნებზე 43%-ს ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ მისი პროგნოზით, „ოცნების“ ხელისუფლება ჩამოიშლება.

„43%-ს თუ კი ვერ აიღებს „ოცნება“ ასეთ შემთხვევაში ის ფსიქოლოგიურად და მორალურად გატყდება, დაიწყება ხელისუფლების უკანმოუხედავი ჩამოშლის პროცესი და კადრების გადინება.

ასე რომ, „ოცნებას“ უნდა თუ არ უნდა მას მოუწევს ჩატარება რიგგარეშე არჩევნების, მე მეტსაც გეტყვით, 43%-ის აუღებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ძვრები საპარლამენტო უმრავლესობაში. თუ დაინახეს, რომ გემი იძირება, ისინი გადმოხტებიან „ქართული ოცნების“ გემიდან და არც ის გამოვრიცხოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაც კი შეიცვალოს ამავე პარლამენტის ფარგლებში.“-აღნიშნა ლაგაზიძემ.

რადიო „ფორტუნას“ ეთერში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ასევე გამოეხმაურა, სახალხო დამცველის განცხადებასაც, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდებოდეს ქვეყანაში.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ფაქტები მოწმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესი დაწყებულია.

„ის ძალოვნები, რომლებმაც დატოვეს „ქართული ოცნება“ თუნდაც ისინი ვინც, გახარიასთან გადავიდნენ, რა თქმა უნდა, პირველი ეჭვმიტანილები იმაში, რომ ეს მონაცემები გამოიტანეს სუსიდან.

ის რომ დღეს ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ის რომ დღეს ჩვენ სპეცსამსახურები არ გვყავს და არ გვაქვს ის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის უსაფრთხოებაზე ამას მოწმობს ის, რომ “ქართული ოცნებიდან” ყველა წამოსული მაღალჩინოსანი, ძალოვანი, ფაქტობრივად, ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა.

აქვე მინდა გითხრათ, ის რომ ამ ტიპის ჩანაწერები ხდება ეს არის საერთოდ გამანადგურებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ დგას არანაირ მხარდაჭერაზე, დგას მხოლოდ შანტაჟზე, ამორალობაზე და სწორედ ამ ამორალობით ცდილობს ხელისულფების შენარჩუნებას.“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები