LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

45 წლის ვიქტორია ბექჰემი მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა

166
victoriabackham2011

ბექჰემების ოჯახი ამჯერად ლონდონში იმყოფება. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა 45 წლის ვიქტორია ბექჰემბი საკუთარ სახლთან მაშინ გადაიღეს, როდესაც ის 9 წლის ქალიშვილს ჰარპერს აცილებდა. ვიქტორიამ ჰარპერი მანქანამდე მიაცილა, გამგზავრებამდე გადაკოცნა და უკან დაბრუნდა. ახალ ფოტოებზე ყურადღება მიიქცია, 45 წლის მუსიკოსისა და დიზაინერის ლუქმა. ის ლეგინსებში, სვიტერსა და ბოტასებში იყო გამოწყობილი. ვიქტორია უმაკიაჟოდ გამოჩნდა პაპარაცებთან, რაც იშვიათი შემთხვევაა.

დღეს ცნობილი გამოცემების გვერდები გადაივსო ვიქტორიას ახალი ფოტოებით. ყველა თანხმდება, რომ 45 წლის ვიკი მაკიაჟის გარეშე შეუდარებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები