LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის გვინეტ პელთროუ Ralph & Russo-ს ულამაზეს ყვავილებიან კაბაში (ფოტო)

138
gvntpltrsss

ჟურნალ „ჰარპერ ბაზარის“ რედაქტორის, გლენდა ბეილის მიერ ორგანიზებულ გამოფენას, დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, უამრავი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო 47 წლის ამერიკელი მსახიობი გვინეტ პელთროუ. გამოფენაზე, რომელიც მოდის 150 წლიან ისტორიას მიეძღვნა, პელთროუს ბრწყინავდა  Ralph & Russo-ს ულამაზეს ყვავილებით დაპრინტულ კაბაში. გამჭვირვალე კაბას მეტალის ყვავილები დეკორაციების სახით ჰქონდა დატანილი, ანსამბლს კი მსახიობმა პასტელური ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

ცოტა ხნის წინ პელთროუმ განაცხადა, რომ ,,პარიზის მოდის კვირეულზე” მისვლას არ აპირებდა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანიკური შიში იყო.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები