LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 საათი გადის და ყურადღებას არავინ აქცევს… თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისგან – ელენე ხოშტარია

3158
elene xoshtaria

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კოვიდინფიცირებულ ნათესავზე წერს, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.

„თავს ვიკავებდი პოსტის დაწერისგან, რადგან ჩემი ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ შეუძლებელია ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ.

ჩემ დეიდაშვილს დაუდასტურდა კოვიდი. დავიწყეთ წესების მიხედვით გარკვევა როგორ უნდა მოვიქცეთ. გავიგეთ 4 ნომერი, სადაც უნდა დარეკო. დავიწყეთ რეკვა. გადის საათები შანსი არაა. არაუშავს ოკ რამდენიმე საათი მოითმენ. გიჩნდება კითხვა. აი, სიცხეზე რა დალიო? სისხლის გამათხელებელი ჭირდება თუ არა? რაღაც რისკ ჯგუფშია და როგორ მოიქცე? კაციშვილი პასუხის გამცემი არაა!

48 საათი გადის უკვე, მარტო წევს სახლში, აზრზე არ ვართ არაფრის. არც საავადმყოფოში დაწვენას ვითხოვთ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას, უბრალოდ ტელეფონით ვინმემ კონსულტაცია გაუწიოს. 0 რეაქცია, 0 ყურადღება.

ამდენი თვე იმას ვერ მოება თავი, რომ ტელეფონით მაინც გაუწიო ადამიანს კონსულტაცია?

რამე რომ გაურთულდეს, ვინ აგებს პასუხს?

მოეშვით პოლიტიკურ თამაშებს და აზრზე მოდით“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები