ნაომი ქემპბელი ბრიტანული „ვოგის“ მარტის ნომრის გმირი გახდა. 48 წლის მოდელმა პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა. ჟურნალის გარეკანზე ნაომი „ბარბერის“ კაბასა და „დე ბირსის“ საყურეებით პოზირებს.

ჟურნალის რედაქტორმა ედვარდ ენინფულმა თავის ბლოგში დეტალურად გაიხსენა 90-იანი წლების მეგავარსკვლავთან შეხვედრა და მას დაუვიწყარი უწოდა.

„ვოგის“ ფურცლებზე მკითხველი რამოდენიმე პროვოკაციულ ფოტოსაც იხილავს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები