LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ადგილი მსოფლიოში, სადაც მამაკაცების ყველაზე დიდი დეფიციტია

941
789

მსოფლიოში არსებობს 5 ადგილი, სადაც “მამაკაცების დეფიციტი” განსაკუთრებით იგრძნობა. აქ ქალებს მამაკაცები ფიზიკურად არ “ჰყოფნით”.

 

5. კიევი (უკრაინა)

უკრაინის დედაქალაქმა დიდი ხანია ქალების ქალაქის არაოფიციალური სტატუსი მიიღო. თანაც, ქალაქში ქალთა და მამაკაცთა რაოდენობის დისბალანსის აღდგენის გზა არ არსებობს.

კიევის მოსახლეობის 54% ქალია. 16-65 წლის ასაკის მოქალაქეებში კი ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალია – 56%.

საიდან  არის ასეთი დისბალანსი კიევში, ახსნა რთულია. გოგონების შობადობა რომ ბიჭებისას საგრძნობლად ჭარბობს, ფაქტია, თუმცა სავარაუდოდ, ამის მიზეზები უფრო ღრმადაა საძიებელი.

4. კალაიჯის ბოშათა საზოგადოება (ბულგარეთი)

აღმოსავლეთ ევროპაში, ბულგარეთში კალაჯიჯის ბოშათა თემი მარტოხელა კაცებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
2018 მონაცემებით აქ 1000 ქალზე 788 კაცი მოდის.

ეს მართლმადიდებლური საზოგადოება ცნობილია იმითაც, რომ აქ პატარძლის შეძენა ფულის სანაცვლოდაც შეგიძლიათ “პატარძლების ბაზრობაზე”. პატარძლების გაყიდვა წელიწადში 4-ჯერ ტარდება.

 

3. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები წყნარ ოკეანეში

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები ნამდვილად მშვენიერი და ზეციური ადგილია. აქ ქალების და მამაკაცების დისბალანსი კიდევ უფრო მაღალია. 1000 ქალზე 722 კაცი, ხოლო 16-65 წლის მოქალაქეებში კი 1000 ქალზე მხოლოდ 656 მამაკაცი მოდის.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ეკონომიკური სტაბილურობა ტურიზმთანაა დაკავშირებული.  წლის განმავლობაში, კუნძულებს 500 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

კუნძულებზე სხვადასხვა ეროვნების გოგონები ცხოვრობენ: არიან აზიელები, ევროპელები, თუმცა უმეტესობა ოკეანეთის მკვიდრი ხალხია.

აქ მარტივად იპოვით პატარძალს.

 

2. ტუარეგები (ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკის უდაბნოები)

ტუარეგები ცნობილი მომთაბარე ხალხია. ისინი აფრიკის უდაბნოებში ცხოვრობენ, ყველაზე რთულ პირობებში.
ტუარეგები თავისუფალი ხალხია. აფრიკის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აქ ქალებს თავისუფლად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი მამაკაცი.
ტუარეგის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დაბალია ცხოვრების რთული პირობების გამო, რაც განსაკუთრებით მამაკაცებზე აისახება.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ტუარეგებს ბევრი ქვრივი ჰყავთ. აქ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა “ასრი”, რაც გაუთხოვარ ქალებში თავისუფლებას გულისხმობს. რაც უფრო მეტი მამაკაცი ჰყავს ქალს, იქნება ეს ქმარი თუ საყვარელი – მით უკეთესია. უფრო მეტად განქორწინებული ან ქვრივი ქალი ფასობს.

 

1. ქალთა საზოგადოება “Noiva do Cordeiro” ბრაზილიაში (ბელუ-ვალი)

ეს არის ყველაზე ცნობილი ადგილი მსოფლიოში, სადაც ქალთა რაოდენობა მკვეთრად ჭარბობს მამაკაცებისას. რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივმა ქალებმა სოციალურ ქსელებშიც კი განათავსეს რეკლამა, სადაც მამაკაცებს მათთან საცხოვრებლად გადასვლას და დაქორწინებას სთავაზობდნენ.

ქალების მთავარი საქმიანობა აქ სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული. მამაკაცთა მცირე რაოდენობა რომლებიც აქ ცხოვრობენ, ქალაქებში მიდიან სამუშაოდ და კომუნაში მხოლოდ ქალები რჩებიან. მთლიანობაში აქ 2000 ქალი ცხოვრობს, ხოლო 16-35 წლის ასაკის 650 გოგონა.

ეჭვგარეშეა, რომ  Noiva do Cordeiro მამაკაცთა ნამდვილი სამოთხეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები