LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ჩვევა, რომელიც წინსვლაში გაფერხებთ

step-to-sucess

წარმოგიდგენთ 5 ჩვევას, რომელიც გაფერხებთ. გაეცანით და გათავისუფლდით მათგან.

  1. შეწყვიტეთ თქვენს წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულება. ბევრს ახასიათებს საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალება სხვებზე: მშობლებზე, სამსახურზე, მთავრობაზე. გადაბრალებით თქვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. ადამიანები, რომლებიც ქვევით გექაჩებიან, თქვენი არჩევანია. ამიტომ შეიქმენით შესაბამისი გარემო და წრე. დაიწყეთ მოქმედება.
  2. ნუ იმართლებთ თავს. როდესაც ადამიანები იმიზეზებენ, რომ დრო არ ჰყოფნით, ეკონომიკური კრიზისის გამო არაფერი გამოსდით, ან არავინ ეხმარებათ, ეს მხოლოდ მიზეზებია. თქვენ თავად უნდა გამოყოთ დრო, გაითავისოთ რა არის თქვენთვის პრიორიტეტი. სანამ თქვენ გადაბრალებით ხართ დაკავებული, არ იღებთ პასუხისმგებლობას, მანამდე დარჩებით იქ, სადაც ახლა ხართ.
  3. ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად განწყობილები. ადამიანები მეტისმეტად მკაცრად უდგებიან საკუთარ შესაძლებლობებს. ამბობენ, რომ ერთხელ სცადეს და არ გამოუვიდათ, რომ დრო დაკარგეს, წაგება ნახეს. გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანები იმ დონეზე გაფასებენ, როგორ შეფასებასაც  საკუთარ თავს თქვენ აძლებთ. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.
  4. შეწყვიტეთ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. თქვენ ცდილობთ სხვისი მოლოდინები გაამართლოთ, მშობლების, მეგობრების, საზოგადოების. ამასობაში საკუთარ ცხოვრებას კარგავთ, ვერ ახორციელებთ სასურველს. გახსოვდეთ, რომ მუდამ იქნებიან ადამიანები, ვის მოლოდინსაც მაინც ვერ გაამართლებთ.
  5. შეწყვიტეთ წუწუნი. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ, მხოლოდ ნეგატივს აფრქვევენ. უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა, ოპტიმისტი ადამიანები გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე პესიმისტები. დაიმახსოვრეთ, თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ წუწუნებენ, ისინი თქვენზეც ახდენენ გავლენას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები