LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-დან 30%-მდე გაძვირებული პროდუქტები: საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს

117
20190712155321

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, რომ იანვარში წლიური ინფლაციის დონე 6.4% -ით არის გაზრდილი. მათი მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში, ხილი 28.3%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14%, ხოლო პური და პურპროდუქტები 5%, რძის ნაწარმი კი 15%-ით გაძვირდა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით.

 

კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი).

ჯგუფში ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო:

ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება.

კერძოდ, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).

პურის გაძვირების შემდეგ, სხვა პროდუქტებიც ძვირდება – რა შედეგები მოჰყვება 2019 წელს აქციზის ზრდას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები