LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – ბათუმის ბულვარში 30 პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი განთავსდა

194
ბულვარიიი

5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს – ამბობენ სპეციალისტები, ამიტომ სტატისტიკის შეცვლის მიზნით ბათუმის ბულვარში 30 ერთეული სამედიცინო ყუთი განთავსდა.

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია “გადაარჩინე სიცოცხლე” დღეს ბათუმის ბულვარში დაიწყო.

პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. სწორედ ამიტომ აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ის ეტაპობრივად  გაგრძელდება.

მსურველებს საშუალება აქვთ, შეავსონ სპეციალური ფორმა ბმულზე: www.evexhospitals.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 255 05 05.

ყუთზე არსებული კოდის მოხსნა  მოხალისეებს და იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც ცხელ ხაზზე დარეკავენ.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი  გაფორმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები