თქვენ ალბათ ძალიან ბევრს დადიხართ საბავშვო მაღაზიებში და შვილისთვის პირველ სათამაშოებს ეძებთ. საქართველოში არჩევანი საკმაოდ დიდია, რბილი თოჯინებით დაწყებული და მარტივი ფაზლებით დამთავრებული. შეიძლება, ერთი შეხედვით, კარგი არჩევანი გააკეთოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თამაშის დროს ბავშვები ხშირად სათამაშოებს პირში იდებენ.

სანამ სასურველ ნივთს შეარჩევთ, პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ის თქვენი შვილებისთვის, ხომ არ შეიცავს რაიმე ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას, ან ბასრი გვერდები ხომ არ აქვს.  

NBC News – ი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების ხუთეულს გთავაზობთ.

  1. რბილი, ე. წ. პლუშის სათამაშოები ძალიან პოპულარულია. დააკვირდით, რომ ის 100% – ით კოტონისგან იყოს დამზადებული. ასეთი თოჯინა ეკოლოგიურად სუფთაცაა და გასარეცხადაც ადვილია. უკეთესია, თუ ის ხელნაკეთი იქნება

2. სათამაშოები კბილებისთვის – სიახლე არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ბავშვები ყველაფერს პირში იდებენ, რაც ხელში მოხვდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა კბილები ამოსდით. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი სათამაშოები პრემიუმ ხარისხის სილიკონისგან უნდა იყოს დამზადებული

3. ხის ცისარტყელები, რომლებიც ბავშვებს ეხმარება ისწავლონ, როგორ მუშაობს მოდელები, ის პატარებს აძლევს შესაძლებლობას, მიხვდნენ, როგორ უნდა დააწყონ ცისარტყელას რკალები. ის აუცილებლად უნდა იყოს ხისგან დამზადებული

4. ძალიან პოპულარულია გეომატრიული ფიგურები, ისინი სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. მაღაზიებში არის (ასევე გამოწერითაც შეგიძლიათ) ასეთი ხის ფიგურები იყიდოთ, ზოგი წრის ფორმისაა, ზოგი კვადრატის ან სამკუთხედი. ხის სათამაშო 100%-ით ეკომეგობრულია და თქვენი პატარებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

5. ბევრგან შეგხვდებათ ფერადი ანბანი, რომელიც შიძლება ფაზლის სახით იყოს. წინა შემთხვევების მსგავსად, სპეციალისტები გვირჩევენ, აქცენტი ხის სათამაშოზე გავაკეთოთ. ასე უსაფრთხოდ და მხიარულად ისწავლის თქვენი პატარა ანბანს.

მაია მამულაშვილი
ავტორი