წელს კანის კინოფესტივალი 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება და მას მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს. გუშინ ფესტივალის  საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი ნომინანტი ფილმები დაასახელეს, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლება გახდეს „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი. სულ გამარჯვებისთვის 19 კინოსურათი იბრძოლებს. „ფორტუნა“ გთავაზობთ 5 რჩეულს.

მიცვალებულები არ კვდებიან (The Dead Don’t Die) – ჯიმ დარმუშის ფილმი ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების ჟანრიდან. კინოსურათი პატარა ქალაქში ზომბების, აპოკალიპსისა და აგილობრივი პოლიციის შეტაკების ამბავს გვიყვება. მასში მთავარ როლებს სელენა გომესი, ტილდა სუინტონი და ადამ დრაივერი სრულებენ.

ტკივილი და დიდება  (Dolor Y Gloria) – წლევანდელი კანის კინოფესტივალის ფავორიტი ფლმი, რომლის რეჟისორიც პედო ალმადოვარია. ფილმი ლეგენდარული რეჟისორის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც კარიერის აღმავლობის პიკზე თავის ცხოვრების ყველაზე მნიშვენლოვან მომენტებს, ყველაზე გამორჩეულ ქალებს იხსენებს. კინოსურათში მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი და პენელოპა კრუსი ასრულებენ.

მატიასი და მაკსიმი (Mathias Et Maxim) – მატიასი და მაკსიმი ბავშვობის მეგობრები არიან, რომლებიც მონრეალში ცხოვრობენ. 30 წლის ასაკში ისინი ცხოვრების მთავარ აღმოჩენას გააკეთებენ. ფილმის რეჟიოსორი კსავიე დოლანია.

ახალგარზდა აჰმედი (Le Jeune Ahmed) – ლიუკ დარდენის დრამა ბელგიელ მოსწავლეზე გვიყვება, რომელიც სკოლის მასწავლებლის მკვლელობას გეგმავს.

მოღალატე (Il Traditore) –  რეალურ ისტორიაზე გადაღებული ფილმი სიცილიელი მაფიოზის ტომასო ბუშეტის ცხოვრებაზე გვიყვება.

 

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები