LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი, რომელიც განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ

1651
moviesns21020

ძალებისა და მოტივაციის კლება ჩვეულებრივი ამბავია ზამთარში და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული უკვე დადგა, შესაძლოა თავს ჯერ კიდევ არ გრძნობდეთ მოტივაციით აღსავსედ. განწყობის ასამაღლებლად კინომანებს შესანიშნავი საშუალება აქვთ: ფილმების ყურება.

გთავაზობს 5 ფილმს, რომლებიც განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.

პატარა მის ბედნიერება“ / Little Miss Sunshine (2006)

IMDB: 7.8

რეჟისორები: ვალერი ფერისი, ჯონათან დეიტონი

როლებში: ებიგეილ ბრესლინი, ტონი კოლეტი, გრერ კინირი

საუკეთესო ფილმის იმის შესახებ, რომ მთავარია არა შედეგი, არამედ პროცესი.

ფილმის მთავარი გმირი ოლივი გადაწყვეტს, გახდეს სილამაზის კონკურსის, „პატარა მის ბედნიერების“ მონაწილე. კონკურსზე მას მთელი ოჯახი მიჰყვება, რომლის წევრებიც არიან: უიღბლო მამა, იმპულსური დედა, ძმა, რომელმაც დუმილის აღთქმა დადო, ნარკომანი ბაბუა და სუიციდის ზღვარზე მყოფი ბიძა.

ვინაიდან ოჯახს არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ისინი კონკურსზე  ფოლკსვაგენის ყვითელი ფურგონით მიემგზავრებიან.

ხელშეუხებელნი“ / Intouchables (2011)

IMDB – 8.5

რეჟისორი: ოლივერ ნაკაში

როლებში: ფრანსუა კლუზე, ომარ საი

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ორი ადამიანის მეგობრობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ვერასოდეს შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ არა უბედური შემთხვევა, რომლის შემდეგაც არისტოკრატი ფილიპე პოზო დი ბორგო სავარძელს მიეჯაჭვა. ფილიპე გადაწყვეტს დამხმარედ ახალგაზრდა კაცი, აბდელ სელუ აიყვანოს…

მწვანე წიგნი“ / Green Book

IMDB: 8.2

რეჟისორი: პიტერ ფარელი

როლებში: ვიგო მორტენსენი, მაჰერშალა ალი

კეთილი, გულწრფელი, ცოტა სევდიანი ისტორია კარგი ფინალით. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული „მწვანე წიგნი“ აფროამერიკელი ჯაზ-პიანისტის, დონ შირლის და მისი იტალოამერიკელი მძღოლისა და მცველის, ნიკ ვალელონიას ურთიერთობასა და მეგობრობაზე მოგვითხრობს. ფილმს სახელი მე-20 საუკუნის შუა წლებში გამოცემული წიგნი-გზამკვლევის,  The Negro Motorist Green Book-ის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ამერიკაში ჩასული აფროამერიკელი მოგზაურებისათვის იყო განკუთვნილი.

კაკუნი სამოთხის კარზე“ / Knocking on Heaven’s Door (1997)

IMDB: 8.0

რეჟისორი: ტომას იანი

როლებში: ტილ შვაიგერი, იან იოზეფ ლიფერსი

ფილმის აღწერა შესაძლოა სულაც არ გეჩვენოთ იმედისმომცემად. ეს არის ფილმი ორ უკურნებელი სენით დაავადებულ მეგობარზე, რომლებიც წყვეტენ, რომ დასაკარგი  აღარაფერი აქვთ, ამიტომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ.  მიუხედავად სევდიანი შინაარსისა, ეს ფილმი დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლის ყოველი წამი და კიდევ უფრო დააფასოთ რა ბედნიერებაა, როდესაც არც თქვენს და არც თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ახალი დასაწყისი“ / Begin Again (2013)

IMDB: 7.4

რეჟისორი: ჯონ კარნი

როლებში: კირა ნაითლი, მარკ რუფალო

მუსიკოსი გრეტა ძალიან განიცდის საყვარელ მამაკაცთან განშორებას, თუმცა მის ცხოვრებას სრულიად ცვლის შემთხვევითი შეხვედრა ბარში.

გრეტა გაიცნობს დენს, რომელიც მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორია. ისინი გადაწყვეტენ ერთობლივი, დამოუკიდებელი ალბომი გამოუშვან და მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ ფული და ინსტრუმენტები და არ ჰყავთ მუსიკოსები, მაინც არ ნებდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები