LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი წვიმიანი საღამოსთვის

951
page

მართალია, გაზაფხული მზიანი ამინდებით გვანებივრებს, მაგრამ სინოპტიკოსები აცივებით და ხანგრძლივი წვიმებით „გვემუქრებიან“, ამიტომ დროა უამინდობისთვის მოვემზადოთ, სასუსნავი მოვიმარაგოთ და კიდევ ერთხელ დავტკბეთ იმ ფილმების ნახვით, რომლებიც განსაკუთრებით უხდება წვიმიან ამინდს.

„იმიტაციის თამაში“ – მორტენ ტილდუმის ინტელექტუალური დრამა ბრიტანელ კრიფტოგრაფს ალან ტიუნინგს ეძღვნება, რომელმაც მესამე რეიხის ყველაზე რთული კოდი – ენიგმა გაშიფრა, თუმცა საზოგადოებამ ჯეროვნად ვერ დააფასა მისი დამსახურება და ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით საპატიმროში გაისტუმრა.

ავიატორი“ – რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია საუკეთესო ფილმების ნაკრები მარტინ სკორსეზეს და მისი საყვარელი მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს გარეშე. არაჩვეულებრივი კინოდუეტის საუკეთესო ნამუშევრებს შორისაა ცნობილი მილიარდერის ჰოვარდ ჰიუზის ცხოვრებზე შექმნილი „ავიატორიც“, რომელმაც „ოსკარის“ ხუთი პრემია დაიმსახურა.

„შოკოლადი“ – ლასე ჰალსტრომის მელოდრამა ნებისმიერ ამინდს უხდება, წვიმიან საღამოს კი, განსაკუთრებით სასიამოვნოა საფრანგეთის პატარა ქალაქში თუნდაც დროებით გადაბარგება, ადგილობრივების გაცნობა და ვივიენ როშეს უგემრიელესი შოკოლადის დაგემოვნება.

„შუაღამე პარიზში“ – ერნესტ ჰემინგუეის, ფრენსის ფიცჯერალდის და კოკო შანელის კომპანიაში საღამოს გატარება მართლაც დიდი პატივია, მითუმეტეს გასული საუკუნის 20-იანი წლების პარიზში, რომელიც ვუდი ალენმა მხოლოდ მისთვის დამახასათებელი სტილით გააცოცხლა ეკრანზე.

„ნიღაბი“ – ვისაც უამინდობა განწყობას უფუჭებს,  ჩაკ რასელის კომედიით შეუძლია გახალისება, რომელმაც ჯიმ კერი ნამდვილ ვარსკვლავად აქცია, კამერონ დიასისთვის კი, წარმატებული სტარტად იქცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები