ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თუ მიიღეთ, უკვე ძალიან კარგია. ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ კარგი იქნება იმ ხრიკების შესახებ იცოდეთ, რაც მოწევაზე უარის თქმაში დაგეხმარებათ.

 ახლავე გადააგდეთ სიგარეტი და არა მოგვიანებით

მწეველები, რომლებიც ცდილობენ, ნელ-ნელა, სიგარეტის რაოდენობის შემცირებით დაანებონ თავი მოწევას, საბოლოოდ უბრალოდ ნაკლებს ეწევიან. “პრობლემა ისაა, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სიგარეტზე უარის თქმა მეორე დღეს გადადოთ – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ევეიარდი.

არ შეგეშიდეთ ნიკოტინის

ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია აუცილებელია. საუბარია მარტივ ფორმებზე, როგორიცაა მაგ: საღეჭი რეზინის გამოყენება. ეს ძალიან ეფექტიანია. მთავარი ისაა, რომ ნიკოტინის ჩანაცვლების არ შეგეშინდეთ.

სცადეთ ელექტროსიგარეტები

თუ ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიამ არ იმოქმედა, ელექტროსიგარეტი ნამდვილად ღირს, რომ სცადოთ. კვლევები აჩვენებს, რომ ისინი თითქმის ორჯერ ეფექტინია და უკეთესად ეხმარება მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში. “აქ არის ჩვევის კომპონენტი, რაც სხვა დამხმარე საშუალებებს არ აქვს – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა ლინდსონი. მისი თქმით, ხალხს აქვს ჩვევა, ხელში ეჭიროს სიგარეტი და ეს ერთგვარი სოციალური ელემენტია, რომელიც თავის დანებებაში დაგეხმარებათ. ის ამბობს, რომ ზუსტი პაუხი არ არსებობს, რამდენად უსაფრთხოა ელექტროსიგარეტები ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, იმაზე გაცილებით ნაკლებად დააზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, ვიდრე სიგარეტი.

ეძებეთ მხარდაჭერა

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის გაიდლაინებში ხაზგასმულია, რომ ქცევის მხარდაჭერა, არა მხოლოდ ფარმაკოლოგიური თერაპიებია, ასევე წარმატებით მუშაობს ხალხის მხარდაჭერა. ეს შეიძლება მოდიოდეს ოჯახიდან ან მეგობრებიდან.

თავიდან აიცილეთ ცდუნება

ყველა მწეველს რაღაც ცდუნება აქვს, რაც მას მოწევის სურვილს გაუღვიძებს. პროფესორები ამბობენ, რომ შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, რომ ასეთ ცდუნებებს თავი აარიდოთ. ხალხი , როგორც წესი, სტერეოტიპური მანერით ეწევა, ერთ კონკრეტულ დროს. თუ თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს რუტინა დაამსხვრიოთ, მაშინ ცდუნების შანსები მნიშველოვნად შემცირდება და თქვენს ტვინს გაჯანსაღების საშუალება მიეცემა.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი